
კლინიკაში რჩება ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მან 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს თბილისში, საცხოვრებელ ბინაში არაერთი ჭრილობა მიაყენა. გოგო კლინიკაში მიყვანიდან მალევე დაიღუპა.
მომხდარის შემდეგ კავლელაშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია და ექიმების თქმით, მდგომარეობა სტაბილურია. გამოჯანმრთელების შემდეგ კაცს დააკავებენ.
წყვილს 4 თვის ბავშვი ჰყავდა.
„დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ. ცოლი, ქმარი, 4 თვის შვილი და ბიჭის მამა ცხოვრობდნენ ერთად. ახლოს არ ვიცნობდი, ეს მეორე ცოლია, ორსული როცა იყო, ეზოში ერთად სეირნობდნენ ხოლმე. ერთი ორი წელი იქნება, რაც ცოლად მოიყვანა. ამ დროს სოფელში, თუ არ ვცდები, დმანისის რაიონში იყვნენ და როგორც გავიგე, გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ, ბავშვი აცრაზე უნდა წაეყვანათ, ამიტომ ჩამოსულან. ეს ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა, აქამდე ცუდი არასდროს გაგვიგია. მეზობელმა მითხრა, გოგლამ ცოლი მოკლაო. ზოგი ამბობს, ნასვამი არ იყოო, შემთხვევის დროს სახლში მამა ყოფილა, ეძინა და არაფერი გაუგიაო, გამთენიას მომხდარა. მეზობლებმა თქვეს, დანით დაჭრა მძინარე მდგომარეობაშიო, ბავშვიც სახლში იყოო“,- აცხადებს მეზობელი.
0
0