22/12/2023
08:45
მსოფლიო
კალიფორნიაში ექიმი დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში. კაცმა, მკვლელობის შემდეგ, ისეთი სცენა დადგა, თითქოს უბედური შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, 58 წლის სკოტ სილსი გაასამართლეს მეორე ხარისხის მკვლელობაში. მისი ცოლი, სუზანი, ტყუპების დედა იყო.
კაცმა თავდაპირველად თქვა, რომ მისი ცოლი დაეცა და დილით კიბეების ბოლოში აღმოაჩინა. პროკურორებმა არ დაიჯერეს მისი განცხადება და ამტკიცებდნენ, რომ სუზანი დაახრჩვეს. მათ მიუთითეს სისხლის ლაქებზე, რომლებიც აღმოჩენილ იქნა მათი ქალიშვილის საძინებლის კედელზე და ფარდებზე, სადაც სუზანს შაკიკის გამო ეძინა.
წყვილს შორის ტექსტურმა შეტყობინებებმა ასევე აჩვენა დაძაბულობა მათ ურთიერთობაში.
„მე არასოდეს ვიქნები თავისუფალი, არასდროს", „მკლავ, ვერ ხედავ? მე უბრალოდ წასვლა მინდა“, - ეწერა შეტყობინებებში.
წყვილს შორის სავარაუდო დაპირისპირება ფოტომ გამოიწვია, რომელიც ქალმა სოციალურ ქსელში დადო.
სილსის ადვოკატმა ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ სიუზანი შესაძლოა კიბეებზე დაგორდა, რადგან იქამდე რამდენიმე დღე შაკიკით იტანჯებოდა, არ ჭამდა და ტკივილგამაყუჩებელსაც არ იღებდა.
სილსს ცოლის მკვლელობაში ბრალი 2019 წელს წაუყენეს. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომდევნო სხდომა 15 მარტს არის ჩანიშნული.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024