
რუსული პროპაგანდისტული "ტელეგრამარხების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლი მამუკა მამულაშვილი თითქოს ლიკვიდირებული იყო, მორიგი სიცრუე აღმოჩნდა - "ქართული ლეგიონის“ მეთაური ცოცხალია და აგრძელებს უკრაინაში ბრძოლას, რუსეთის წინააღმდეგ:
“ძალიან უნდათ რუსებს ჩემი მოკვლა და სასურველს რეალობად ასაღებენ. არ არის გამორიცხული, რომ რუსულმა დაზვერვამ მართლა მიაწოდა ასეთი ინფორმაცია საკუთარ ხელმძღვანელობას, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ყველაფერიც კარგად იცოდნენ, მაგრამ პროპაგანდისტული მიზნებით გაავრცელეს ჩემი ლიკვიდაციის შესახებ ამბავი. საქმე იმაშია, რომ რუსეთის ხელისუფლება ასეთი შინაარსის ინფორმაციების გავრცელებით საკუთარი ხალხის გულს იგებს. ახლა არჩევნები მოდის, შეიძლება კიდევ ბევრჯერ გამოიყენონ წარმატებით აპრობირებული ეს მეთოდი. მოსახლეობის დიდი მასა ბრმად, ისე იღებს ინფორმაციას, რომ არ ამოწმებს, ამბავი მეხსიერებაში რჩება და პროპაგანდის სასარგებლოდ მუშაობს. მერე რა, რომ შეიძლება, მოგვიანებით სიმართლე გაირკვეს, მთავარია რუსი ხალხის პირველი სიხარული, დანარჩენზე რუსული პროპაგანდა არ ფიქრობს. ამ ხალხისთვის ობიექტურობა არ არსებობს. სიცრუის სასურველ რეალობად გასაღება - ეს არის პროდუქტი, რომელსაც რუსი ხალხი წარმატებით მოიხმარს. ყველას შეუძლია იმის გარკვევა, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ამით რუსეთიდან ჯერ არავინ დაინტერესებულა.” - აცხადებს მამულაშვილი.
0
0