06/06/2023
13:56
სამართალი
სასტიკი მკვლელობა მოხდა თბილისში. მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ხევში გადააგდო. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული 31 წლის მამაკაცი დააკავა.
მოკლული ახალგაზრდა გოგონა 27 წლის მარიტა მაზიაშვილია. იგი მეუღლეს დაახლოებით 7 წლის წინ დაშორდა. გარდაცვლილს 11 წლის გოგონა დარჩა.
"მარი ძალიან თავდაჯერებული, ლაღი ადამიანი იყო, ძალიან მეგობრული, გვერდში დგომა იცოდა. შაბათს სამსახურში ვნახეთ, არაფერი უთქვამს, რომ პრობლემა ჰქონდა. ჩვენც შოკირებულები ვართ მომხდარით" - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.
როგორც შსს-ს ინფორმაციიდან ირკვევა, მარიტასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის კონფლიქტი ავტომობილში დაიწყო, რის შემდეგაც ბრალდებულმა გოგონა თოკით გაგუდა. მეორე დღეს კი ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
0
0