02/03/2023
09:14
სპორტი
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ საბოლოო გადწყვეტილება მიიღო.
Corriere dello Sport-ის ცნობით, 71 წლის კინორეჟისორი ქართველსა და ნიგერიელს იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ ჯამში 300 მილიონ ევროს მიიღებს.
"აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩასა და ვიქტორის გაყიდვას არ ჩქარობს, მათ მსურველ გუნდებს კი უკვე აცნობეს, რომ ფეხბურთელების ფასი 150 მილიონი ევროა" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" გასული წლის ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. "კვარამ" "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 25 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლითა და 13 საგოლე პასით გამოიჩინა.
ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლელთა ღირსებას 2020 წლიდან იცავს. ნიგერიელმა ამ სეზონში "პარტენოპეის" მაისურით 21 მატჩში 19 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
0
0