30/03/2023
21:02
სპორტი
ახლოვდება ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც 2023 წლის 7-13 მაისს ყატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც საბოლოოდ თბილისის გრანდ სლემის შედეგებით განსაზღვრა.
მწვრთნელი ამჯერადაც სრულად იყენებს 9-კაციან კვოტას და აორებს ორ წონას - 90-სა და 100-ს. პრაქტიკულად, ეს იგივე გუნდია, რომელმაც მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე იჭიდავა. ერთადერთი ცვლილება 60 კილოგრამშია, სადაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანის ნაცვლად ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი იჭიდავებს.
სხვა წონებში ისევ ძველი ლიდერები გამოვლენ. 90 კილოგრამში ისევ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურისა და ევროპის ჩემპიონ ლუკა მაისურაძის დუეტს ვიხილავთ, 100-ში - მსოფლიოს მესამე პრიზიორ ილია სულამანიძისა და ევროპის სამგზის ჩემპიონ ვალერი ლიპარტელიანისა.
საქართველოს ნაკრები
60 კგ - გიორგი სარდალაშვილი
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ - ტატო გრიგალაშვილი
90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
100 კგ - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი
წყარო: “ლელო”
0
0