კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი ალექსანდრე საშა იოსელიანის N96-ში გაიმართება – ჯიქიას სახელობის სასაფლაოს მიმდებარე დარბაზში.
ახლობლების ცნობით, უკანასკნელ გზაზე კვირას, 22 სექტემბერს, 14:00 საათზე გააცილებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, 18 სექტემბერს ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე სასტიკად მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული კესარიამ მეგობარი მამაკაცი, ბექა ჯაიანი უკვე დაკავებულია. შსს–ის ინფორმაციით, კესარია აბრამიძე დანითაა მოკლული. მას სხვეუკზე 50 ჭრილობა აღენიშნებოდა.
თავდაპირველად გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით), მოგვიანებით კი კვალიფიკაცია დამძიმდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით – გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0