17/07/2023
22:06
საზოგადოება
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალების მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, ის მოტოციკლიდან გადმოვარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა.
"მარიკუნა მიქატაძე, გია ფერაძის შვილი, რომელმაც მთელი ცხოვრება ობოლმა იცხოვრა, გაიარა უამრავი სირთულე მაგრამ ერთი წუთით არ გაბოროტდა. ბოლომდე ადამიანად დარჩა. მარიკუნა, გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში. გამოძიების თითქმის დადასტურებული ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხელრხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა." - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცნობილია, მარიკუნა საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ოთხშაბათს სამშობლოში გადმოასვენებენ. ამის შესახებ მარიკუნას ბიძა, ილია ფერაძე აცხადებს.
0
0