05/07/2023
20:05
მსოფლიო
ცოტა ხნის წინ კიევში, შევჩენკოვის სასამართლოში აფეთქება მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, შენობაში შეიარაღებულმა ბრალდებულმა სამი ყუმბარა ააფეთქა, ბადრაგი კი მძევლად აიყვანა.
უკრაინული მედიის ცნობით, 2015 წელს, უმაღლეს რადას შენობასთან ტერაქტში ბრალდებულმა იგორ გუმენიუკმა შენობაში სამი ყუმბარა ააფეთქა და ასევე ბადრაგი მძევლად აიყვანა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი და სპეცრაზმია მობილიზებული.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. თუმცა, ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის აგვისტოს ბოლოს, რადასთან არეულობის დროს, აქციის მონაწილეებმა ხელყუმბარა ესროლეს ეროვნულ გვარდიელებს, დაიღუპა ოთხი მებრძოლი, დაშავდა 100-ზე მეტი.
მაშინდელი არეულობა უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდებოდა.
0
0