30/10/2023
22:50
მსოფლიო
„ჰამასმა“ 30 ოქტომბერს კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია ღაზას სექტორში მძევლად მყოფი სამი ისრაელელი ქალი, რომელთაგან ერთი ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ლანძღავს და 7 ოქტომბრის თავდასხმის თავიდან ვერაცილებში ადანაშაულებს. ამის შესახებ BBC წერს. თუმცა მძევლების ინტერესების დაცვის მიზნით, ვიდეოს არ აქვეყნებს.
მძევლების ამსახველი ვიდეო „ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთამ - იზედინ ალ-კასას ბრიგადებმა გაავრცელეს, თუმცა გაურკვეველია, როდის ან სად არის გადაღებული ქალების ვიდეო, რომელთა განცხადებაც, სავარაუდოდ გამტაცებლების მიერ იყო ნაკარნახევი.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე, პრემიერის ოფისმა ქალების ვინაობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელა. ისინი არიან: დანიელ ალონი, რიმონ ბუხშტაბ კირშტი და ლენა ტრუპანოვი. ისინი მათ შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დააკავეს. როგორც ირკვევა ტრუპანოვის ქმარი ვიტალი „ჰამასის“ წევრებმა მოკლეს.
თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დაგმო „ჰამასის“ ეს ქმედება, რასაც მან „ჰამასის სასტიკი ფსიქოლოგიური პროპაგანდა" უწოდა.
„ეს არის ჰამასი-ისისის სასტიკი ფსიქოლოგიური პროპაგანდა. ჩვენ მძევლების ოჯახებს ვეხუტებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა გატაცებული და დაკარგული ადამიანი სახლში დაბრუნდეს. მე მივმართავ ელენა ტრუპანოვს, დანიელ ალონის და რიმონ კირშტს - რომლებიც გაიტაცა „ჰამასმა“, რომელიც ომის დანაშაულებს სჩადის - მე ჩაგეხუტებით" - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
0
0