
გომთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულებიდან, დედა-შვილი დაიღუპა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილები არიან ნინო შუკაკიძე და მისი ქალიშვილი ანასტასია ნათენაძე.
ისინი “გორმედის” ხაშურის ფილიალში შეიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მათი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. დაიღუპნენ.
,,ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს დაშავებულები. დედას ლიფტშივე გაუჩერდა გული, თუმცა პირველ ეტაპზე ამუშავება შევძელით, მაგრამ საბოლოოდ პაციენტი მიღებული უმძიმესი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. რაც შეეხება შვილს, მას თავის ქალის დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა." - ამბობენ „გორმედში“.
ამ დრომდე, მძიმეა კიდევ ორი დაშავებულის, ბაბუისა და შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით გომთან ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.
0
0
სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს
08/04/2026