
როგორც უკვე ვწერდით, ფოთში, ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო.
ერთის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს, მეორე კი ცოტა ხნის ამოიყვანეს.
“სფეისნიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 16 წლის ნიკა კარანაძე და 14 წლის ავთო ედიბერიძე. ისინი ფოთელები იყვნენ.
ჩვენი ინფორმაციით, პირველი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო ნიკა კარანაძე, ხოლო ავთანდილ ედიბერიძე მე -3 სკოლის მოსწავლე.
“დიდი უბედურება ტრიალებს… ფოთში ორი თანატოლი მეგობარი ერთად წავიდა… ფოთი გლოვობს ორ მოზარდს…” - ამბობენ ადგილობრივები.
შეგახასენებთ, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ორი მეგობარი ზღვაზე საცურაოდ წავიდა და გაუჩინარდა. მაშველებმა ერთი მოზარდის ცხედარი გუშინვე იპოვეს. მეორეს ამოყვანა კი ცოტა ხნის წინ შეძლეს.
ორივე ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.
შსს- ინფორმაციით, მომხდარზე გამოხიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0
0