
კიევის რეგიონში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი პილოტის შეცდომა იყო.
როგორც ცნობილია, კატასტროფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა - მინისტრი და მისი მოადგილე ეხმსვერპლნენ. ეს არის ავიაკატასტროფის ექსპერტიზის წინასწარი მონაცემები, რომელსაც უკრაინული გამოცემა „სტრანა“ შსს-ში წყაროებზე დაყრდნობთ ავრცელებს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ვერტმფრენის პილოტი შეზღუდული ხილვადობის პირობებში ძალიან დაბლა დაფრინავდა - იმ დღეს ძლიერი ნისლი იყო და მაღლივი შენობა ძალიან გვიან შენიშნა. შსს-ში Strana-ს ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, პილოტმა ეს მარშრუტი ბელორუსის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შიშის გამო აირჩია.
"ჩვენი REP (რადიო ელექტრონული ჩახშობა - რედ.) მუშაობდა. ამან იმოქმედა ნავიგაციაზე. პილოტმა გადაწყვიტა ბროვარის გავლით გაფრენა. ნისლი იყო და შუქი არ იყო, ამიტომ მაღლივ შენობებზე წითელი შუქები გამორთული იყო. მას აღარ ჰქონდა კატასტროფის თავიდან აცილების ვარიანტები. მან მოულოდნელად აიღო მიმართულება და ვერტმფრენი უახლოეს საბავშვო ბაღის შენობას დაეცა" - თქვა Strana-ს წყარომ.
შეგახსენებთ, რომ მომხდარის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი იყო. დაღუპულებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და შსს სახელმწიფო მდივანი.
0
0