17/11/2021
12:12
საზოგადოება
ლევან ცუცქირიძეს შექმნილი აქვს ილუსტრაციები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისთვის“. ამ ილუსტრაციებით პოემა ორგზის (1970, 1980) გამოიცა გერმანიაში, გერმანულ ენაზე. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ილუსტრაციები იაკობ ცურტაველის ("შუშანიკის წამება"), ვაჟა-ფშაველას ("სტუმარ-მასპინძელი", "გიგლია", "გველისმჭამელი" და სხვა), გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე ყაზბეგის ("ხევისბერი გოჩა"), გრიგოლ ორბელიანის ("სადღეგრძელო") თხზულებებისათვის. მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოები ამშვენებს თბომავალს "შოთა რუსთაველი" და ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობას
ცუცქირიძის მიერ შესრულებულია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფრესკების საავტორო პირები, რასაც მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ ფრესკების ნაწილი განადგურებულია. 1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ "არსი" 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული "წმინდა ოთხთავი".
მისი პერსონალური გამოფენები სხვა და სხვა დროს მოეწყო თბილისში, მოსკოვში, აგრეთვე, გერმანიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში, ყოფილ იუგოსლავიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში
2016 წელს ლევან ცუცქირიძეს, 90 წლის იუბილეზე, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნების ქურუმის წოდება გადაეცა, ის იყო ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი.
0
0
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024