
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ნოდარ (ფერო) კიკნაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ავრცელებს:
"საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” და ჩვენი გუნდის გულშემატკივართა ოფიციალური ფან-კლუბი ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ზესტაფონის “მეტალურგის”, თბილისის “ავაზას”, ფიზკულტურის ინსტიტუტის საფეხბურთო გუნდის, თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” დუბლების, ლანჩხუთის “გურიის”, სამტრედიის “ლოკომოტივის”, გორის “დილას”, გურჯაანის “ალაზანისა” და ზესტაფონის “მარგვეთის” ყოფილი ფეხბურთელი, შემდგომში კი ბავშვთა წარმატებული მწვრთნელი ნოდარ (ფერო) კიკნაძე.
დიდი გულისტკივილით თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს!" აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0
მუხრანში მკვლელობა მოხდა
24/01/2026