21/07/2024
18:27
მსოფლიო
ცნობილი ინფლუენსერი, 27 წლის აანვი კამდარი, ინდოეთში, ერთ-ერთ ჩანჩქერთან ფოტოს გადაღებისას 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სასწრაფო დახმარება მისმა მეგობრები გამოიძახეს - ადგილზე მისულ მაშველებს ძლიერმა წვიმამ ხელი შეუშალა.
ერთ-ერთი მაშველის განცხადებით, ქალი კლდეების მყარ, მოლიპულ ნაწილზე დაეცა. 6-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, კამდარის ხეობიდან ამოყვანა მოხერხდა. იმ დროისთვის ის ცოცხალი იყო და რეაგირებდა.
ქალი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ადგილობრივი მთავრობა ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
კამდარი ცნობილი ინფლუენსერი იყო. ხშირად მოგზაურობდა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ კონტენტს აზიარებდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე იგი მეგობრებთან ერთად ჩანჩქერზე ვიდეოს იღებდა.
0
0