07/12/2023
11:51
მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის საბჭომ, ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაადგინა, ის 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. ბრძანებას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
კენჭისყრის თარიღი განისაზღვრება ფედერალური კანონით, მაგრამ „სენატორების“ ბრძანება იძლევა წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურ დაწყების შესაძლებლობას.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ბრძანება 13 დეკემბერს გამოიცემოდა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა და რამდენიმე მედიასაშუალების წყარომ.
ზიუგანოვმა, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ბორის ნადეჟდინმა, დონეცკის პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინი) და რჟევის ჟურნალისტმა ეკატერინა დუნცოვამ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოაცხადეს.
0
0