CNN - რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ 600 რაკეტა გამოიყენა და მობილიზებული სამხედრო ძალის 95% უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს
A-
+A

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის წინააღმდეგ ჯამში 600 რაკეტა გამოიყენა და უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ძალის 95% უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე დაკვირვების შედეგად დადასტურდა, რომ რუსული სამხედრო ძალები კვლავ ცდილობენ კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მარიუპოლის ალყაში მოქცევას.
თუმცა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის შეფასებით, რუსული სამხედრო ძალების წინსვლას ხელს უშლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაწეული წინააღმდეგობა. ამავდროულად, კიევის მისადგომებთან რუსული სამხედრო ძალის კოლონა, რომელიც დაახლოებით 60 კილომეტრზეა გადაჭიმული, კვლავ გაჩერებულია.
0
0
369
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%