06/10/2021
10:19
საზოგადოება
ტარდიგრადები, ძირითადად, წყალში ბინადრობენ და ისინი ცნობილია თავიანთი გადარჩენისა და განვითარების უნარით ყველაზე ექსტრემალურ გარემოში. ისინი ყველაზე მცირე ზომის ცხოველებად ითვლება, რომლებსაც ფეხები აქვთ. ამ რვაფეხა ცხოველების ზომა ერთ მილიმეტრს არ აღემატება. ტარდიგრადები ადამიანზე მეტ ხანს ცოცხლობენ.
აღმოჩენილი ნამარხი წარმოუდგენლად კარგად არის დაცული ახალ ნიმუშში, სადაც ჩანს ცხოველის პატარა კლანჭები.
"ტარდიგრადის ნამარხის აღმოჩენა მართლაც ეპოქლური მოვლენაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტარდიგრადები დედამიწაზე დინოზავრების გადაშენების პერიოდიდან, ასევე მცენარეების წყლიდან ხმელეთზე მიგრაციის დროიდან არსებობენ. ნებისმიერი ტარდიგრადის ნაშთის პოვნა ამაღელვებელი მომენტია, რადგან ჩვენ შეგვიძლია ემპირიულად განვსაზღვროთ მათი პროგრესი დედამიწის ისტორიაში“, - ამბობს ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი და კვლევის ხელმძღვანელი, ფილ ბარდენი.
ახლადაღმოჩენილმა ნამარხმა მკვლევარებს იმ ევოლუციური ასპექტების დანახვის საშუალება მისცა, რომლებიც თანამედროვე ტარდიგრადებში არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ როგორ შეიცვალა ისინი მილიონობით წლის განმავლობაში. მეცნიერების თქმით, მიკროსკოპული კვლევის საფუძველზე, ქარვის სხვა ნაწილებში შესაძლოა უფრო მეტი ტარდიგრადული ნამარხი აღმოაჩინონ.
https://edition.cnn.com/2021/10/05/world/tardigrade-fossil-amber-scn/index.html
0
0