
“ჰამასმა” ორი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN დიპლომატიურ და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰამასის მიერ გათავისუფლებული მძევლების ვინაობა ცნობილია. ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ისინი ჯუდით და ნატალი (18 წლის) რაანანები არიან. ამის შესახებ The Times Of Israel წერს,
ოფიციალური პირი ადასტურებს, რომ ორივეს ამერიკის მოქალაქეობა აქვს და ისინი ისრაელში ჩასვლამდე საერთაშორისო წითელმა ჯვარმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.
როგორც მედია წერს, ისინი ისრაელში ოქტომბრის თვეში ჩავიდნენ ნათესავის 85 წლის დაბადების დღისა და ებრაული დღესასწაულის აღსანიშნავად.
ისინი კიბუცში, ღაზას საზღვრიდან დაახლოებით ერთი მილის მოშორებით იყვნენ, როდესაც ჰამასის შეტევა დაიწყო.
მათი ოჯახის კიდევ 10 წევრი, ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
0
0