27/09/2025
14:30

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უცხოური დახმარებისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი 4 მილიარდი დოლარის გაყინვის ნებართვა დართო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სასამართლოს სამი ლიბერალი მოსამართლე - ელენა კაგანი, სონია სოტომაიორი და კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი - გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.
ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც 5 სექტემბერს ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა, დაეკმაყოფილებინა ხელისუფლების მოთხოვნა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გააუქმა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას 30 სექტემბრამდე უნდა დაეხარჯა მინიმუმ 4 მილიარდი დოლარი, რომლის გამოყოფასაც უცხოური დახმარების სახით კონგრესი ადრე უკვე დათანხმდა.
0
0