16/11/2021
10:42
პოლიტიკა
მისი თქმით, პატიმრების სააკაშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი სკანდირებაც ხელისუფლებისგან ორკესტრირებულს ჰგავდა.
“წინა ხელისუფლების დროს ეს დაწესებულება [ციხის საავადმყოფო] როდესაც აშენდა, არ იყო ლიცენზირებული და ვერ პასუხობდა სტანდარტებს. სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშშია ამაზე საუბარი, რომ არ ჰქონდა ლიცენზია, ანუ ავტორიზებული არ იყო ანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ. ის შენობა-ნაგებობა ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და წლების განმავლობაში ვერ ხდებოდა მისი ლიცენზირება, იმის მიუხედავად, რომ იყო ზეწოლა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, ვინაიდან ხდებოდა გარკვეული საქმეების წაგება ევროსასამართლოში ჯანდაცვის საკითხების გამო. ერთ-ერთი პრობლემა იყო სწორედ ის, რომ სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო, რომ ეს დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს. კიდევ ერთი საკითხია, რატომ აქვს “ვივამედში” ნაქირავები საკმაოდ დიდი ნაწილი პენიტენციურ სამსახურს?!
მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით პროცესი გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან და სისტემა ხელმძღვანელობს პოლიტიკური დღის წესრიგით და შესაბამისად ეს არის მიზეზი, რატომაც შეასახლეს ის ე. წ. ციხის საავადმყოფოში, რომელიც მდებარეობს გლდანის ციხის ტერიტორიაზე. ასევე ის დაექვემდებარა საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას”, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გლდანის ციხეში პატიმრებს სააკაშვილის დროს მიესაჯათ პატიმრობა.
“შესაძლოა რამდენიმე გამონაკლისი იყოს თუ ვინმეს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, მაგრამ ეს ჰგავს ორკესტრირებულს ხელისუფლების მხრიდან. იგივე სახალხო დამცველის მიმართაც. ცხადია, რომ არსებობს გარკვეული ავტორიტეტები ციხეში და ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს”, – თქვა გიორგი ტუღუშმა.
0
0