27/10/2021
18:56
პოლიტიკა
"ცივი წყალი გადაასხა აშშ-ის ელჩმა "ნაცების" სექტას და მათი ბელადის უსაგნო სურვილს "პოლიტიკურ პატიმრობაზე".
„წუხილს გამოვთქვამთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საკითხი როდესაც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა. მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალპროფილური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენც ასევე აქტიურად ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას“, – განაცხადა კელი დეგნანმა
ტუსაღი სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა, მისი ჯანმრთელობა არის მთავარი, რაც აინტერესებს მის შესახებ დასავლეთს. მისი პოლიტიკური "მოწამეობა" რჩება მხოლოდ ექს-პრეზიდენტის ჯიბის ტელევიზიების შეშფოთებად. სააკაშვილი კიდეც შეწყვეტს კვაზი-შიმშილობას და კიდეც მიიღებს იმ სამედიცინო მომსახურებას, რასაც საქართველოს თანამედროვე ციხეებში პატიმრები იღებენ",- წერს აბაშიძე.
0
0