08/06/2023
19:31
პოლიტიკა
ვცდილობდით, ცივი ომის დასრულების შემდეგ შეგვექმნა უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ცდილობდა გავლენის სფეროების აღდგენას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა განზრახ აირჩია განსხვავებული გზა და უარი თქვა ისტორიული განსხვავებების აღმოფხვრაზე, რაც მანამდე მოხდა სხვა არაერთი ევროპული ქვეყნის შემთხვევაში.
„ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ მსოფლიოში. ჩვენ გვყავს რუსეთი, როგორც მეზობელი, რომელიც მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, არაერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რეალურად, დაწყებული საქართველოდან 2008 წლიდან. სწორი იყო იმის იმედი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა ჩვენს ურთიერთობაში რუსეთთან, მაგრამ შემდეგ თანდათან ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც იგი ცდილობდა, აღედგინა გავლენის სფეროები, როდესაც დიდი ერები აკონტროლებენ იმას, რისი გაკეთება შეუძლიათ პატარა ერებს. შემდეგ კი ნატო-ს თანდათან, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა მეტი ხაზგასმა არა დიალოგზე, არამედ შეკავებასა და თავდაცვაზე, განსაკუთრებით 2014 წლიდან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
0
0