19/04/2023
13:55
მსოფლიო
დამოუკიდებელი საინფორმაციო მედია-საშუალება People of Baikal-ის ცნობით, რუსეთში, ციმბირის რეგიონში, “ვაგნერის ჯგუფის“ 53 დაქირავებული მებრძოლის საფლავი აღმოაჩინეს.
„თითოეული საფლავი ტოტებითა და გვირგვინებით არის დაფარული,“ - იუწყება People of Baikal-ი.
საფლავები რეგიონის დედაქალაქ ირკუტსკის მახლობლად იპოვეს.
„თუ გსურს, რომ მასობრივი საფლავი ცნობისმოყვარე თვალებისგან მოშორებით დამალო, დაღუპულები სწორედ ამ ადგილას უნდა დამარხო“, - აღნიშნა სასაფლაოს ყოფილმა დირექტორმა.
გაურკვეველია, თუ რამდენი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის დროს, თუმცა, სავარაუდოდ, დაღუპულია ათასობით ჯარისკაცი.
უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის პერიოდში, “ვაგნერის ჯგუფის“ მეთაური, ევგენი პრიგოჟინი, მთავარ მოთამაშედ გამოჩნდა - ის დაქირავებულ ჯგუფს უკრაინის მთავარ აღმოსავლეთ რეგიონებში თავდასხმებს ხელმძღვანელობდა.
0
0