
სროლაში ეჭვმიტანილი, რომელმაც ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაჭრა, მანამდე ავღანეთში აშშ-ის მთავრობასთან, მათ შორის CIA-სთან მუშაობდა, - ნათქვამია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის განცხადებაში.
რეტკლიფმა აღნიშნა, რომ რაჰმანულა ლაკანვალი, რომელმაც ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლა, ყანდაარში CIA-ს ავღანელ პარტნიორად მსახურობდა.
„ბაიდენის დროს ავღანეთიდან კატასტროფული გასვლის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წლის სექტემბერში ეჭვმიტანილის შეერთებულ შტატებში ჩამოყვანა იმით გაამართლა, რომ მას მანამდე ნამუშევარი ჰქონდა აშშ-ის მთავრობასთან“, - აღნიშნა CIA-ს დირექტორმა.
აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი მოსამსახურე თეთრ სახლთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ვაშინგტონის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, სროლა მოხდა მე-17 და 1-ლი ქუჩების კვეთაზე, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის 2 მოსამსახურე დაიჭრა. ისინი კლინიკაში იმყოფებიან. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც ტრამპმა განაცხადა, ის მძიმედ არის დაჭრილი. მისი მოტივები უცნობია.
0
0
ხობში მამაკაცს ეძებენ
27/11/2025