
უკვე მესამე დღეა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე, არსებულ ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.
როგორც "სფეისნიუსს" ჩხოროწყუს მერმა, დათო გოგუამ განუცხადა, ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 160-მდე მეხანძრე-მაშველი და ავიაცია ჩართული.
"დილიდან კვლავ განახლდა სამუშოები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა რეგიონის სახანძრო-სამშველო სამსახური, დაახლოებით, 160-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
გარკვეული ცეცხლის კერები უკვე ლოკალიზებულია. იმედი გვაქვს, დღის ბოლომდე სრულად მოხდება ხანძრის ლოკალიზება. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ამას გამოძიება დაადგენს “,- განახადა ”სფეისნიუსთან" ჩხოროწყუს მერმა.
შეგახსენებთ, ლუგელას ხეობაში ხანძარი 31 ოქტომბერს გაჩნდა .
0
0