ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული დედა ბრალს ნაწილობრივ აღიარებს
17/02/2022
11:29
სამართალი
A-
+A
ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებული დედის სასამართლო პროცესი იწყება.
ბრალდებული ქალი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადაიყვანეს.
„ყველა მოქმედება არ არის შესრულებული, საქმეში ექსპერტიზის დასკვნა არ დევს, განზრახვასთან დაკავშირებით ვერანაირად ვერ მოგახსენებთ. რაც შეეხება იმას თანამშრომლობს თუ არა ის გამოძიებასთან, ამის შესახებაც განვაცხადე.
მოთხოვნას დავაყენებთ, რომ გირაოთი იქნეს გათავისუფლებული. ბრალი ახალშობილის განზრახ მკვლელობაზე აქვს წარდგენილი, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები ცოტა სხვანაირად არის“, - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ ფოთში 14 თებერვალს ახალშობილი საკანალიზაციო მილში გარდაცვლილი იპოვეს. ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ქალი დააკავეს.
0
0
442
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%