22/08/2023
12:13
მსოფლიო
მანჩესტერის სასამართლომ ბრიტანელი მედდა, სერიული მკვლელი ლუსი ლეტბი 7 ჩვილის მკვლელობასა და კიდევ 6 ბავშვის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ლუსი ლეტბი სასამართლოს განაჩენის, მოსამართლის განცხადებისა და მსხვერპლის ოჯახის კომენტარების მოსასმენად სასამართლო დარბაზში არ გამოცხადდა.
ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლო უფლებამოსილი არ არის, რომ ბრალდებულს სასამართლო დარბაზში განაჩენის მოსმენა მოსთხოვოს.
„ლუსი ლეტბი უბრალოდ მკვლელი კი არ არის, არამედ ის მშიშარაა, რადგან მსხვერპლის ოჯახებთან პირისპირ არ წარსდგა და თავი აარიდა დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების მხრიდან გამკიცხველი განცხადებების მოსმენას. ლუსი ლეტბის ეს ქცევა კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია. ვეცდებით, შევცვალოთ კანონი და ამ გზით ვაიძულოთ დამნაშავეები, რომ დაესწრონ სასამართლოს განაჩენის განხილვას,“- თქვა ლორდ-კანცლერმა ალექს ცალკმა.
ლუსი ლეტბი [ამჟამად 33 წლის] 2018 წლის ივლისში საკუთარი სახლიდან ხელბორკილებით გაიყვანეს. ის ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, ჩესტერის საავადმყოფოში მუშაობდა. 2015- 2016 წლებში, ლეტბის (20-25 წლის ასაკში) მსხვერპლი, ძირითადად, მოწყვლადი ჯგუფის ჩვილები იყვნენ. პოლიციამ სერიული მვკლელი 2018 წელს დააკავა.
ლეტბი თავდაპირველად გირაოთი გაათავისუფლეს, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დააკავეს და საბოლოოდ ბრალი 2020 წლის ნოემბერში წარუდგინეს.
ლუსი ლეტბის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ჯგუფი 110 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდა.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024