
“ჩვეულებრივ, ავანტიურები სააკაშვილისთვის კარგად მთავრდებოდა. სირთულეები გაიარა, მაგრამ ყველაფერი რაღაცნაირად გამოვიდა, ახლა ძალიან რთულადაა. შედეგი მძიმე დადგა...” - ამის შესახებ გიული ალასანიამ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ალასანიამ სააკაშვილის პატარაობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ "ბავშვობიდან არასტანდარტული იყო, მაგრამ მუდამ ფრთხილი. ყველაფერს წინასწარ საზღვრავდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა ხალხს, რომ იმპულსურია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. სინამდვილეში ის სწრაფად ფიქრობდა, ალაგებდა და შემდეგ დგამდა ნაბიჯებს. ასე ხდებოდა და ყველაფერი გამოსდიოდა ყველა ჯერზე.."
ექსპრეზიდენტის დედამ ინტერვიუში სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე პერიოდიც გაიხსენა:
“მახსოვს, მას ძალიან უნდოდა ჩამოსვლა. როდესაც მასთან ხშირად ვიყავი კიევში და როდესაც ვუყურებდი ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ადგილს ვერ პოულობდა. ბოლო დღეებში მასთან როცა ჩავედი, მასთან ერთად ვაპირებდი დაბრუნებას. ბილეთებიც კი ავიღეთ ერთად. ჩემი ძმა ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა და ერთად ვაპირებდით მის დარწმუნებას, თუმცა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ერთი სიტყვაც არ გვათქმევინა. სადღაც გაუჩინარდა, შემდეგ დილიდან ისევ სადღაც გაუჩინარდა. შემდეგ მისგან მივიღე შეტყობინება, რომ დავრჩენილიყავით ადგილზე ორი დღე და საბოლოოდ ეს ფოტოები გავრცელდა,” განაცხადა ალასანიამ.
0
0