
სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი თბილისი’’ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელების გარშემო დიალოგის წარმართვა, ასევე, არსებული გამოწვევების, გადაჭრის გზებისა და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.
ფორუმის წევრებმა დისკუსია საბაზისო შეფასების შედეგად თავმოყრილი, სისტემატიზებული და გაანალიზებული შედეგების გარშემო წარმართეს და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის შესაძლო სტრატეგია და თანამშრომლობის გზები განსაზღვრეს.
ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი (ათეა), თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გამოვიდა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მიღწევები, რაც საქართველოს მუნიციპალიტეტებს აქვს ადგილობრივ დონეზე, ადამიანის უფლებების განხორციელების თვალსაზრისით განვავითაროთ.
ამასთანავე, საჭიროა, უფრო ეფექტური და ქმედითი გავხადოთ ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული ის პროგრამები, რომლებიც სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებას ემსახურება.
ასევე მნიშვნელოვანია თანასწორობის ხელშეწყობა და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეულ გარემოში ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. როგორც მოგეხსენებათ,
0
0