
უკრაინა ნატო-ს მომდევნო სამიტზე ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმართულ რეალურ ნაბიჯებს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.
„თუ მოკავშირეები ვილნიუსში, ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე უბრალოდ 130-ედ დაადასტურებენ ღია კარის პოლიტიკას, მაშინ უკრაინისთვის ეს სამიტის მიუღებელი შედეგი იქნება. თუ ისინი შეეცდებიან ვილნიუსში შემოგვთავაზონ ნატო-სთან თანამშრომლების გასაღრმავებლად დადებითი წინადადებები, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ, ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ დათანხმდება არცერთ ალტერნატიულ წინადადებას, რომელმაც შეიძლება, ჩაანაცვლოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025