30/04/2023
20:41
პოლიტიკა
ევროკავშირის წევრობის დაპირება ქვეყნის შანტაჟის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს! -ამის შესახებ, მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა, რესპუბლიკის მოედანზე, გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვენ ვართ მშვიდობიანი ერი! ჩვენი ნებაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს! ჩვენ ევროპული თანამეგობრობის წევრობა იმისთვის გვსურს, რომ ქართველი ერი სიღარიბეს დაუსხლტეს და საკუთარ სამშობლოში უკეთესი განათლება, ჯანდაცვა, შრომის ღირსეული ანაზღაურება მიიღოს. გვსურს, რომ ჩვენი პენსიონერები, მრავალწლიანი შრომის და გარჯის შემდეგ, ცხოვრებას ლაღად და ღირსეულად აგრძელებდნენ, ისე, როგორც ეს ევროპაშია. თუ მოულოდნელად სადმე მისტერ ოფშორი არ გამოჩნდება და ყველას პირწმინდად არ გაძარცვავს. ევროკავშირის წევრობის დაპირება ქვეყნის შანტაჟის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს! არ მოგვწონს ევროპული ღირებულებების და იდეების დეგრადაცია, რაც დღეს ევროპაში ხდება. იმის ნაცვლად, რომ ეროვნული სახელმწიფოს შეენებაში დაგვხმარებოდით, ყალბი ღირებულებების თავზე მოხვევით რაც გვაქვს იმის დანგრევას მოითხოვთ. დღეს საქართველო დაჭრილია, ტრამვირებულია, მისი სხეულის ნაწილი ოკუპირებულია. ჩემი გენი, ჩემი სისხლი და ხორცი მავთულხლართს იქეთ მოექცა. ყველამ იცოდეს, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა ერთიანი საქართველოსთვის ღია ჭრილობად რჩება. ეს არის ჩვენი მთავარი საწუხარი და ამას მინდა ვუშველოთ! შერიგება და ქვეყნის გამთლიანება ერთიანი ღირებულებითი და კულტურული სივრცის გარეშე შეუძლებელია. ეს ურთიერთობები ორმხრივია! ჩვენც გვაქვს პირობები და მოთხოვნები და ახლა პირდაპირ გეტყვით, რა ფასის გადახდაზე არ ვართ თანახმა:
• ჩვენ არ ვიტყვით უარს ღმერთზე და არ დავიწყებთ მისთვის „კორექტული“ გენდერული იდენტობის შერჩევას!
• ჩვენთვის დედა იქნება დედა, მამას კი ისევ მამას დავუძახებთ - ყოველგვარი ნუმერაციის და XY-ის გარეშე!
• ჩვენთვის ოჯახი იქნება მამაკაცის და ქალის კავშირი
• ჩვენ არ დავუშვებთ ბავშვების და ახალგაზრდების გაუკუღმართებული გენდერული დისციპლინებით და მათ იდეოლოგიურ მოწამვლას.
• ჩვენ სიცოცხლის მომხრენი ვართ და უარს ვამბობთ იმ კაცთმოძულე დღის წესრიგზე, რომელიც შობადობას ამცირებს და ქართველი ერის გაქრობას უწყობს ხელს - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0