
ჩვენთვის 5%-იანი ბარიერი პრობლემა არ იქნება. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვემხრობით საარჩევნო ბარიერის დაწევას, რადგან ეს მიგვაჩნია სწორ, მორალურ წესრიგად, - ამის შესახებ, პარტია „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
მან უარყო, რომ მათ ბარიერის გადალახვის შიში აქვთ.
„ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მიღებამდე იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ერთად მუშაობა შეგვიძლია. ძალიან კარგი დინამიკით მივდივართ და ჩვენთვის 5%-იანი ბარიერი პრობლემა არ იქნება. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვემხრობით ბარიერის დაწევას, რადგან ეს მიგვაჩნია სწორ, მორალურ წესრიგად“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას არ აპირებს, ოპოზიციას კი ხუთპროცენტიანი ბარიერის ეშინია. ოპოზიციის უმრავლესობამ იცის, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ვეღარ მოხვდება და ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებას გეგმავს.
0
0