30/09/2021
19:18
საზოგადოება
მისი თქმით, ექიმები და მასწავლებლები აცრილები უნდა იყვნენ.
„ორი ჯგუფი, პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი, თუმცა ექიმებში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს აცრის, ეს არის 78 პროცენტი ერთჯერადი და 70 პროცენტი ორჯერადი. რადგან სამედიცინო დაწესებულებები ფრონტის პირველი ხაზია, ჩვენ უნდა ვიყოთ აცრილი და სხვას მივცეთ მაგალითი. მეორე ჯგუფია, რა თქმა უნდა, პედაგოგები. პირველ რიგში საშუალო სკოლის პედაგოგები, რამეთუ მათ საქმე აქვთ ჩვენს მომავალთან. სასურველია, რომ ისინი იყვნენ აცრილები. აქაც სერიოზულად აიწია აცრის მაჩვენებელმა, ერთჯერადით 63 პროცენტი მასწავლებლებში და დაახლოებით 60 პროცენტამდე ადმინისტრაციულ პერსონალში, ხოლო ორჯერადად აცრის მაჩვენებელია 52 პროცენტი მასწავლებლებში. უსაფრთხო სკოლის კონცეფციისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი იყოს აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
0
0