
,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,კვლავ დიდია შეკითხვების ნაკადი პირად მიმოწერაში. ერთბაშად გპასუხობთ ყველას:
ღირდა თუ არა “ხალხის ძალის” მხრიდან ამერიკის ელჩთან ურთიერთობების დაძაბვა – კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ: საქართველოს ომში ჩართვის არაერთი მცდელობა საჭიროებდა მყისიერ და გადაუდებელ ჩარევას! ხელისუფლების დონეზე, “დიპლომატიური” გზით ამის გაკეთების შემთხვევაში, ქვეყანა აღმოჩნდებოდა ომის ხაფანგში! აშშ-ს ელჩი იყო “ხალხის ძალის” დაუყოვნებელი ჩარევის და გლობალური თუ ლოკალური ომების პარტიის მილიტარისტული ზრახვების ჩაშლის ერთადერთი და უტყუარი ადრესატი! წერტილი!
ღირდა თუ არა გამჭვირვალობის კანონპროექტის დაინიცირება – ღირდა! 30 წელია მივტირით ლუსტრაციის განუხორციელებელ პროცედურას. მოიმარაგეთ “პასტა” და ფურცელი და დაიწყეთ ყველა იმ უ-სამშობლოს აღრიცხვა, ვინც ნებსით უბიძგებს საქართველოს ან რუსეთის ან ამერიკის კოლონიად გადაქცევას, ვინც უკრძალავს ხელისუფლებას ეროვნული საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო საქმიანობის წარმოებას! ამ პროცესებში გაუაზრებლად და უნებლიედ მონაწილეებს მე საერთოდ არ ვეხები. მათი არსებობა – ჩვენი ჩაშლილი ახსნა-განმარტებითი მუშაობის, ნაცების ხელში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის უდიდესი ნაწილის ბრალია!
ღირდა თუ არა კანონპროექტის გამოწვევა – ღირდა! საერთაშორისო აგენტოკრატების არნახული შემოტევის ფონზე, ქვეყნის აყირავებაში აღურიცხავი და კოლოსალური ფინანსების ჩადებით, საერთაშორისო საინფორმაციო ძალადობით, უკრაინელი ბოევიკების მივლინებით, კიევის მაიდანის პოლიტტექნოლოგების, ადგილობრივი მოღალატეების თითქმის სრული შემადგენლობით მონაწილეობით – მზადდებოდა თბილისის “ანტირუსული რევოლუცია”, რომელიც ვეღარ იქნებოდა “ყვავილოვანი” და უსისხლო! “მაიდანის” და მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, “ხალხის ძალამ” და ხელისუფლებამ ამ ეტაპზე მიიღო ყველაზე ეროვნული, რაციონალური და სწორი გადაწყვეტილება!
“ჩვენს ქუჩაზეც დადგება ზეიმი” – გაძლება და მოთმინება მოგვცეს უფალმა და ქართველი ხალხის ძალამ. გლობალური ომის პარტიის მარცხს რომ მოვესწრებით გაისად – ადგილობრივები მერე მოვიკითხოთ. უკან დასახევი ნაბიჯი – უფსკრულში გადაჩეხვის სანაცვლოდ, მხოლოდ მისასალმებელია. ლუციფერის დამარცხება იოლი არაა, მაგრამ გარდაუვალია!” - წერს ქართველიშვილი.
0
0