19/04/2024
16:05
სპორტი
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ (EPO) საგანგებო განცხადება გაავრცელა და 26 მარტს საქართველოს ნაკრებთან მატჩში მათი ეროვნული გუნდის წევრის მიერ დოპინგის მიღება კატეგორიულად უარყო.
„ჩვენს ნაკრებზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს და ბერძნულ ფეხბურთში უპრეცედენტო არეულობა გამოიწვიეს. შედეგად, ცილისწამებისა და ბრალდებების ობიექტები უდანაშაულო ადამიანები გახდნენ.
უეფა-მ და ფიფა-მ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ოფიციალურად დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა იუარეს. ამის შემდეგ გასაგები გახდა, რომ ნაკრების ფეხბურთელის მხრიდან დოპინგის გამოყენებაზე საუბარი ტყუილია.
ამიტომ, ვინც ყალბი ამბების შეთხზვით ბერძნულ ფეხბურთში აჟიოტაჟი გამოიწვია, საჯარო დაცინვის გარდა, პასუხიც უნდა აგოს“, – წერია საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ბერძნული გამოცემების ცნობით, საქართველოს ნაკრებთან 26 მარტის პლეი ოფის ფინალის შემდეგ დოპინგ-ტესტზე დადებითი პასუხი „ალკმაარის“ თავდამსხმელს, ვანგელის პავლიდისს აღმოაჩნდა.
0
0