
„ჩვენს მიერ დაწესებული არც ერთი ინდივიდუალური სანქცია არ შეცვლის ჩვენს ხედვას საქართველოზე“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს და 30 წელია, ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან.
„ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი სანქციები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში.
სანქცირებული არიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგოსექტორში იმისთვის, რომ შეიტანონ ფინანსები პუტინისთვის. ასევე, სანქცირებულები არიან ისინიც, ვინც ტექნოლოგიებს აწვდიან რუსეთს იმისთვის, რომ გააძლიეროს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
სანქცირებულთა შორის არიან რუსი ოლიგარქები, სხვადასხვა ბიზნესმენები და ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის დახმარებაში უკრაინის წინააღმდეგ.
ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და სოლიდარობას ვუცხადებდით საქართველოს ხელისუფლებას და მათ სურვილს, იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო ვერსიაზე, როგორც სრულიად ინტეგრირებული წევრი ევროატლანტიკური ოჯახის და არცერთი ინდივიდუალური სანქცია, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ არ შეცვლის ჩვენს ამ ხედვას“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.
აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
0
0