06/11/2022
11:08
მსოფლიო
ასტრონომების საერთაშორისო გუნდმა დედამიწიდან უახლოესი შავი ხვრელი აღმოაჩინეს. მას გარს მზის მსგავსი ვარსკვლავი უვლის. ასეთი ორობითი სისტემა ჩვენს გალაკტიკაში პირველად შენიშნეს. აღმოჩენილ ობიექტი, რომელსაც ”Gaia BH1" უწოდეს, 1600 სინათლის წლით არის დედამიწიდან დაშორებული. შავი ხვრელი “Gaia BH1”-ის მასა მზის მასას 10-ჯერ აღემატება.
“Gaia BH1”-ის მსგავს შავ ხვრელებს ვარსკვლავური მასის შავი ხვრელების კატეგორიას მიაკუთვნებენ. ასეთი ხვრელების მასა შეიძლება მზის მასას 100-ჯერ აღემატებოდეს და ისინი კატასტროფულ სუპერნოვას, ანუ ვარსკვლავის სიკვდილის ბოლო ფაზის მოვლენის დროს, ვარსკვლავური აფეთქების დროს იქმნებიან. ისინი დიდი რაოდენობით რენტგენის სხივს (X-სხივი) გამოსცემს. ირმის ნახტომში 100 მილიონობით ასეთი შავი ხვრელი არსებობს, თუმცა მათგან სულ რამდენიმეა გამოკვლეული.
ვარსკვლავური მასის შავი ხვრელების უმეტესობა მათ გარშემო მბრუნავი თანამგზავრი ვარსვლავებისგან “იპარავს” ენერგიას. ამ მხრივ, “Gaia BH1” გამონაკლისია. ის თანამგზავრს ენერგიის წყაროდ არ იყენებს და ამიტომაც “მძინარე” შავ ხვრელად მიიჩნევა. “Gaia BH1” პირველად ევროპული კოსმოსური სააგენტოს კოსმოსურმა ხომალდმა სახელად “Gaia”-მ შენიშნა. კოსმოსურმა ხომალდმა მაშინ უცნობი ობიექტის თანამგზავრის მოძრაობაში უჩვეულო ანომალია დააფიქსირა. ამ აღმოჩენა გამოხმაურება ტყუპების საერთაშორისო ობსერვატორიიდან მოჰყვა, სადაც დაასკვნეს, რომ აღნიშნული თანამგზავრი შავი ხვრელს უნდა მიჰკუთვნოდა.
“წარმოიდგინეთ მზის სისტემა, მზის ადგილას შავი ხვრელი ჩასვით, დედამიწის ადგილას კი - მზე - და მიიღებთ ამ სისტემას,” - ამბობს კარიმ ელ-ბადრი, ასტროფიზიკოსი ჰარვარდისა და სმისონიანის ასტროპიზიკის ცენტრიდან და მაქს პლანკის სახელობის ასტრონომიის ინსტიტუტიდან, - “მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ყოფილა შემთხვევა, როცა ეგონათ რომ ასეთი სისტემა აღმოაჩინეს, ვარაუდების უმრავლესობა მცდარი აღმოჩნდა. ეს არის პირველი ცალსახა და უდავო აღმოჩენა ჩვენს გალაქტიკაში მზის მსგავსი ვარსკვლავისა, რომელიც ვარსკვლავური მასის შავ ხვრელს უვლის გარს.”
არააქტიური შავი ხვრელების წლების განმავლობაში ძიების შემდეგ, მეცნიერების გუნდი თანხმდება, რომ ეს აღმოჩენა უდავოა. მიუხედავად ამისა, ამ ორობითი სისტემის წარმოქმნის ისტორია აშკარა არ არის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შავი ხვრელი მზეზე 20-ჯერ დიდი ვარსკვლავის აფეთქებისას წარმოიქმნა, რომლის გარშემო მზის მსგავსი თანამგზავრი მაშინად ბრუნავდა.
პირველადი ვარსკვლავს მილიონობით წელი დასჭირდებოდა რომ წითელი სუპერვარსკვლავი გამხდარიყო, სანამ საბედისწერო ვარსკვლავური აფეთქება (სუპერნოვა) მოხდებოდა. როგორ გადაურჩა ამ მასშტაბურ მოვლენას შავი ხვრელის თანამგზავრი უცნობია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით შავი ხვრელის ორობითი სისტემის შექმნასა და განვითარებაზე.
შეგიძლიათ ამ თემას უფრო ვრცლად ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ის ახალ პუბლიკაციაში გაეცნოთ.
წყარო: IFLScience
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა.
0
0