
ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე ცდილობენ სპეკულირებას - სინამდვილეში, ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის ათეულობით მცდელობა და ეს ფაქტები ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტს ეხებოდა.
„თუმცა ყველა ეტაპზე საჭიროა კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და ზუსტად ამ კოორდინაციის გაძლიერებას ის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა. რა თქმა უნდა, ამას სპეკულირებისთვის გამოიყენებდნენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა სინამდვილეში სასპეკულაციო აქ არაფერი არ არის. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, მაგრამ არავის ვაძლევთ ამ ქვეყბის ტერიტორიის გამოყენების საშუალებას სანქციების გვერდით ავლისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0