
„ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის“, - ამის შესახებ ილიაუნის ლექტორი, გიგი თევზაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დამტკიცებულია, რომ ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო, ამიტომ ქელეხით და სასაფლაოზე სმა-ჭამით, საზოგადოება მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს ასრულებს.
„ისევ ტრადიციების შესახებ: ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის: ადამიანის ძალიან ძველი ქცევის რიტულიზაციაა: ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო (დამტკიცებულია).
ამიტომ, ქელეხით და სასაფლაოზე სმა&ჭამით ასრულებთ მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს.
სულებს რომ სასაფლაოზე არაფერი ესაქმებათ, ქრისტიანობის მიხედვით, ეგ ხომ ისედაც იცით,” - წერს თევზაძე.
0
0
14 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/05/2026
13 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/05/2026