28/04/2023
19:36
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კატრინ კოლონასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფრანგ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ, კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებაზე
"ქალბატონ მინისტრს ვესაუბრე, საქართველოს მიერ გაწეულ დიდ ძალისხმევაზე. ის, რომ პირნათლად და დროულად შევასრულოთ რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა ევროკომისიამ და ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ დროულად და პირნათლად შეასრულოს ეს დავალება.
ასევე გავუზიარე ამ ძალისხმევის მიღმა, თუ რა კონკრეტული აქტივობები ჩაატარა ხელისუფლებამ. მე მას ვუთხარი, რომ გასულ წელს ძალიან ძლიერი საპარლამენტო წელი იყო. კანონშემოქმედებითი მიმართულებით, საქართველოს პარლამენტმა 80 -ზე მეტი კანონი მიიღო, რომ ეს რეკომენდაციები შეგერთვევინებინა. ჩვენ ვთლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა დარჩენილია ნაბიჯები, რომლებიც გადასადგმელია და ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვენეციის კომისია იქნება, თუ ეუთო /ოდირი, ჩვენ გავაგრძელებთ მათთან მუშაობას, რომ სრულად შევასრულოთ რეკომენდაციები და ძალიან მალე გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს" - თქვა დარჩიაშვილმა.
0
0