26/10/2024
20:45
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ მემორიალურ დაფაზე დღეს ქართველმა ხალხმა დავაწერეთ: „ოცნების მმართველობა დასრულდა 2024 წლის 26 ოქტომბერს“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებს.
როგორც დოლიძემ განმარტა, ახალი ხელისუფლება იქნება დამყარებული შერიგებაზე, თანხმობასა და შემწყნარებლობაზე.
„ქართული ოცნების“ მემორიალურ დაფაზე დღეს ქართველმა ხალხმა დავაწერეთ: „ოცნების მმართველობა დასრულდა 2024 წლის 26 ოქტომბერს“. მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ემიგრანტებს, რეგიონებში, თბილისში, ვინც იბრძოლა ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის. ჩვენ არცერთ თქვენგანს არ მიგატოვებთ, თითოეული თქვენგანის ხმას დავიცავთ. საჩივრებს შევიტანთ, საუბნო კომისიებში ვიქნებით, იმიტომ, რომ თითოეულმა თქვენმა ხმამ მოგვიტანა ის აწმყო, რომელიც დღეს გვაქვს.
მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ წევრებს, „ქართული ოცნების“ წევრებს თვითმმართველობებში, მათ მხარდამჭერებს, თუ კოორდინატორებს: ჩვენი ხელისუფლება, ახალი ხელისუფლება იქნება დამყარებული შერიგებაზე, თანხმობასა და შემწყნარებლობაზე. თუ არ გაქვთ ჩადენილი დანაშაული, ჩვენი კარი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღიაა. ნუ ჩაჰყვებით ივანიშვილის მისი კომფორტისთვის. ნუ შესწირავთ ოჯახებს და ცხოვრებას. ახალი საქართველოს მთავრობა ღია იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა საქართველო აყვავება და გაბრწყინება“,- აღნიშნა დოლიძემ.
0
0