12/03/2023
22:03
პოლიტიკა
დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრების გარდა, იქ იყო ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც, ბევრი სტუდენტიც, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, მშვიდად იდგნენ და აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ეს ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი შვილები, ჩვენი დები და ძმები არ უნდა იყვნენ ამ დიდ შეთქმულებაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართულნი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე რეალური, ხელშესახები პროგრესი სწორედ „ქართული ოცნების“ დროს დაიწყო.
0
0