
საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინელი ხალხის ფასად, სურს დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს დასცინის.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„დღეს მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელსაც სჯერა, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ რაიმე სახის სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთთან. მან იოცნება, რომ ჩვენ უნდა შევიტანოთ მასში საქართველოს ის ნაწილი, რომელიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ იყო ოკუპირებული. მე, მარტში საუბრისას ვუთხარი ქართველ ძმებს, დაგვეხმარეთ და ერთად ვიმუშაოთ, შემდეგ საქართველო გაჩუმდა და შენიშვნა მოგვცა, რომ მათ საქმეებში ვერევით“ - განაცხადა მან.
ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, გაიხსენა, რომ ქართველებს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ციხეში ყავთ.
„ახლა კი ჩვენ გამარჯვებას უნდა რომ ჩაეჭიდოს და სჯერა, რომ ეს აუცილებელია. შესაძლოა, საჭიროა, მაგრამ ჩვენ მოქალაქეებს ადამიანურად უნდა მოვექცეთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ციხეშია. იქონიონ რაიმე პატივისცემა მაინც, რომ არ დაცინონ, არამედ გაუშვან ჩვენი მოქალაქე კიევში“, - თქვა მან.
ამასთან, დანილოვმა დასძინა, რომ მისთვის გაუგებარია, რა სამყაროში ცხოვრობენ ქართველები.
„არ ვიცი, რა სამყაროში ცხოვრობენ. ერთი მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ მიწა, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან. ეს უბრალოდ მიუღებელია", - განაცხადა მან.
0
0