27/05/2023
13:27
პოლიტიკა
“ყოველ წელს გვეძლევა დიასპორის დღის აღნიშვნის შესანიშნავი შესაძლებლობა., მოვახდინოთ კომუნიკაცია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და ხაზი გავუსვათ მათი ჩართულობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებში. ამ მხრივ ბოლო წლებში დიდი ყურადღება ექცევა ქვეყნიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით წასულ ჩვენს მოქალაქეებს და იმას, რომ მჭიდრო კავშირი დამყარდეს და შენარჩუნდეს მათთან”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ, განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ვართ 90-იანების თაობა. ის თაობა, რომელმაც გამოიარა ეს პერიოდი, როდესაც ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება მიხეთქებოდა. ამ გადასახედიდან რთულია იმის თქმა, რისი არიდება შეიძლებოდა, რისი არიდება ვერ მოხდებოდა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცით: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა არ იყოს იგივე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, განსაკუთრებით დიასპორასთან, ვინაიდან კომუნიკაციის საშუალებები ხანდახან არ იძლევა ყველა ინფორმაციის მიტანის შესაძლებლობას, და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე საუბარიც იყოს. დავუბრუნდები დიასპორის საკითხებს: ყოველ წელს გვეძლევა დიასპორის დღის აღნიშვნის შესანიშნავი შესაძლებლობა., მოვახდინოთ კომუნიკაცია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და ხაზი გავუსვათ მათი ჩართულობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებში. ამ მხრივ ბოლო წლებში დიდი ყურადღება ექცევა ქვეყნიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით წასულ ჩვენს მოქალაქეებს და იმას, რომ მჭიდრო კავშირი დამყარდეს და შენარჩუნდეს მათთან. საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტი არის ძალიან აქტიური. დღესაც კომიტეტის თავმჯდომარე არ იმყოფება აქ, ის არის აშშ-ში, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და დიასპორის დღეს აღნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ უშუალო კონტაქტი და კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს დიასპორელებთან და ამას ძალიან ვახალისებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0