21/11/2023
14:10
პოლიტიკა

რომელიმე ჩვენი ოპონენტი გონს თუ მოვა და გადაწყვეტს, ჩაერთოს იმ აქტივობებში, რასაც ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე ჰქვია სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა, ეს იქნება კარგი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ ოპოზიცია ჩაერთვება პროცესში, რომელსაც ევროკავშირისკენ სვლა ითვალისწინებს.
„აქამდე ვხედავდით მხოლოდ იმას, არათუ უბრალოდ იგნორირებას უკეთებდნენ ამ სამუშაო ჯგუფებს, პირიქით მუშაობდნენ კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ. ლობისტებს ქირაობდნენ, მილიონობით დოლარს იხდიდნენ, დადიოდნენ ბრიუსელსა თუ სხვა ქალაქებში, აშშ-შიც კი, რომ რამენაირად ჩაეშალათ ეს პროცესი, მაგრამ შედგა ეს პროცესი, ღირსეულად გავიარეთ, ორ ფეხზე და არა ცალ ფეხზე, როგორც მათ უნდოდათ. ამიტომ, ვართ დარწმუნებული, რომ სტატუსსაც მივიღებთ. ბატონი ჰერჩიკსკი მოწოდებას რაც შეეხება ჩართულობაზე, ჩვენ ისედაც უშუალო აღმსრულებლები ვართ და ჩვენი ოპონენტებიც თუ დაყაბულდებიან ამ რეალურ გეგმას, ქვეყნისთვის საჭირო გეგმას, ეს კარგი იქნება, თუმცა ამის პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. მათ ჩართულობასთან დაკავშირებით პესიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რაც ამდენი ხანი საბოტაჟის სახით იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.
0
0