
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი წარმოუდგენელს უწოდებს იმის თუნდაც მცირე შანსს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმის გამო თქვას უარი, რომ ქვეყანა ომში არ ერთვება.
„ჩვენი ოპონენტები და მათი ლობისტები ცდილობენ, საქართველო იმისთვის დაისაჯოს, რომ ომში არ ვერთვებით. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს კანდიდატის წევრობაზე უარის თქმის მიზეზი და საფუძველი გახდეს. რაც რადიკალურ ოპოზიციას, ომისა და ღალატის პარტიასა და მათ ლობისტებს უნდათ, რომ ეს იყოს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საფუძველი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! წარმოგიდგენიათ, რომ ევროკავშირმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ ის ომში არ ერთვება?! ამას გამოვრიცხავ“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
0
0
დონალდ ტრამპი – ირანი სრულად იშლება
24/08/2026