
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ მიშელს უკრაინის ევროინტეგრაციაზე ვესაუბრე. ჩვენი მხრიდან თითქმის ყველაფერი მზადაა, რათა ევროკავშირმა უკრაინასთან მომავალ წევრობაზე მოლაპარაკებები გახსნას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატოს მინისტერიალი იმართება.
„ვნახოთ როგორი გეგმები გვექნება. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ პრეზიდენტ მიშელთანაც გავმართავ შეხვედრას. მე რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ მიშელს უკრაინის ევროინტეგრაციაზე ვესაუბრე. ჩვენი მხრიდან თითქმის ყველაფერი მზადაა, რათა ევროკავშირმა უკრაინასთან მომავალ წევრობაზე მოლაპარაკებები გახსნას. ჩვენ თითქმის ყველაფერი გავაკეთეთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი იმართება. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებასთან ერთად, ისრაელში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. ნატო გმობს ტერორისტულ აქტებს.
0
0