ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პალესტინაში ისრაელის ოკუპაციის დასრულება უნდა იყოს - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
20/04/2024
18:28
მსოფლიო
A-
+A
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პალესტინაში ისრაელის ოკუპაციის დასრულება უნდა იყოს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ეგვიპტელ კოლეგასთან, სამეჰ შუკრისთან შეხვედრისას განაცხადა.
„ნებისმიერი განვითარება, რომელმაც შეიძლება ამ ფაქტისგან ყურადღება გადაგვატანინოს, იგნორირებული უნდა იყოს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პალესტინაში ისრაელის ოკუპაციის დასრულება და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა უნდა იყოს“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული ესკალაციის გამო შეშფოთებულია.
„კონფლიქტის გაფართოების შესახებ თავიდანვე ვაფრთხილებდით. ჩვენ ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა სამეჰ შუკრიმ.
0
0
173
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%